ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ემპოლი“ მოიზე კინის, ვესტონ მაკკენისა და ადრიენ რაბიოს (დუბლი) გოლებით 4:0 დაამარცხა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ შეხვედრის შედეგად დაფიქსირდა.
„იუვენტუსმა“ სერია A-ში 4-ბურთიანი სხვაობით პირველად მოიგო 2020 წლის დეკემბრის შემდეგ (4:0 სტუმრად „პარმასთან“).
ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში დუბლი მეორედ შეასრულა და მანამდე დუბლი კარიერაში ერთხელ ჰქონდა შესრულებული (2015 წელს პსჟ-ში).
2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებიდან მინიმუმ 17 გოლი სერია A-ში ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი და აქედან ორი „იუვენტუსის“ წევრია – მოიზე კინი (17 გოლი) და დუშან ვლაჰოვიჩი (57). ამ სიაში არიან ამად ტრაორე (18) და ჯაკომო რასპადორი (19).
„იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეექვსედ შეინახა, რაც „ლაციოსთან“ ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
ფილიპ კოსტიჩს სერია A-ს ამ სეზონში „იუვენტუსის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული (3). 2018-2019 წლების სეზონიდან მან შიდა ჩემპიონატებში 47 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ პერიოდში ტოპჩემპიონატებში უკეთესი შედეგი მხოლოდ ტომას მიულერს, ლიონელ მესისა და კევინ დე ბრუინს აქვთ.
მოიზე კინმა სერია A-ში მე-17 გოლი გაიტანა. „ემპოლი“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ ყველაზე მეტი აქვს გატანილი (3). „იუვენტუსის“ მაისურით მოიზემ სერია A-ში 12 შეხვედრაში გაიტანა და 11 თამაში ტურინელებმა მოიგეს (1 წაგება).
მას შემდეგ, რაც ვესტონ მაკკენი სერია A-ში თამაშობს (2020-2021 წლების სეზონიდან), იტალიის ჩემპიონატში თავით 5 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში თავით უფრო მეტი გოლი მხოლოდ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ანგარიშზეა (7). ვესტონს იტალიის ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანილი და 5 თავით შეაგდო, აქედან სამი ხუან კუადრადოს პასით, რომელსაც თავის მხრივ სერია A-ში 100 გოლში მონაწილეობა დაუგროვდა (42 გოლი, 58 საგოლე პასი). გარდა ამისა, კუადრადოს 2021 წლის 21 აპრილის შემდეგ („პარმასთან“) კუადრადომ ერთ თამაშში ორი საგოლე პასი პირველად გააკეთა.
სერია A-ში 17 გოლიდან 4 „იუვენტუსმა“ თამაშის საწყის 10 წუთში გაიტანა და ამ მხრივ ყველაზე კარგი შედეგი აქვს.