მთავარი / სიახლეები / “ბენფიკას” მწვრთნელი: “იუვეს” სუსტი წერტილები ვიცით”

“ბენფიკას” მწვრთნელი: “იუვეს” სუსტი წერტილები ვიცით”

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და გამარჯვებაზე ფიქრობენ, მეტოქეს კი პატივის სცემენ.

„ყველა თამაში განსხვავებულია, ერთი მეორეს არასდროს ჰგავს. რთული იყო პირველი თამაშიც, ამჯერად პრობლემები გვექნება, მაგრამ სახლში ვითამაშებთ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და 90 წუთი კონცენტრირებულები ვიქნებით. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯგუფში არსებული სიტუაციით მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ყველა გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. „იუვე“ არის „იუვე“, საუკეთესო ფეხბურთელები და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ, 90 წუთი ბრძოლა მოგვიწევს.

ჩვენ არ ვფიქრობთ მათემატიკაზე, არამედ მხოლოდ კარგ თამაშზე. ჯგუფში სიტუაცია ნათელია, მათ ორი მოგება სჭირდებათ, ჩვენ 1 ქულა. ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე ვართ ორიენტირებული. მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ და ხვალაც ასე იქნება. სახლში თამაშის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, გვინდა გულშემატკივარი გავახაროთ. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩი „იუვეს“ წინააღმდეგ, ჯერ კვალიფიკაციაზე არ ვფიქრობთ.

გონივრული არ იქნება იმის თქმა, რომ „იუვეს“ პრობლემები აქვს, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ალეგრი გამოცდილი მწვრთნელია და საუკეთესო „იუვეს“ ველოდები, ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, შეცდომა არ უნდა დავუშვათ და მეტოქე უნდა დავაფასოთ. ჩვენ ვიცით მათი სუსტი წერტილი, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – თქვა შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …