ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა.
3 – „იუვენტუსმა“ პირველი ტურის შემდეგ ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა.
4 – დუშან ვლაჰოვიჩმა „ბოლონიას“ ბოლო ოთხ მატჩში გაუტანა და მხოლოდ „სამპდორიასთან“ ჰქონდა მსგავსი კარგი სერია (2020-2021 წლებში). დუშანს „ბოლონიასთან“ 5 გოლი აქვს გატანილი და არცერთი სხვა გუნდის კარი უფრო მეტჯერ არ გაუტანია.
5 – არკადიუშ მილიკსაც „ბოლონიასთან“ 5 გოლი დაუგროვდა და არც მას არ აქვს სხვა გუნდის წინააღმდეგ უკეთესი შედეგი.
1 – სერია A-ში 8 მატჩისა და 8 დარტყმის შემდეგ ფილიპ კოსტიჩმა „იუვეში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.
482 – ლეონარდო ბონუჩი რობერტო ბეტეგას გაუთანაბრდა და „იუვეში“ 482-ე მატჩი ჩაატარა, რითაც კლუბის ისტორიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
50 – მანუელ ლოკატელიმ „იუვეს“ მაისურით ყველა ტურნირზე 50-ე თამაში ჩაატარა.