მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ფეხბურთელებსა და ფანებს შორის ურთიერთობა დაძაბულია

“იუვეს” ფეხბურთელებსა და ფანებს შორის ურთიერთობა დაძაბულია

ტურინის „იუვენტუსის“ ფანებსა და ფეხბურთელებს შორის ვითარება დაძაბულია და სიტუაცია ვერც „ბოლონიასთან“ გამარჯვებამ შეცვალა.

„ალიანც სთედიუმი“ ბოლო პერიოდში მხოლოდ სანახევროდ ივსება, რაც ბილეთების ძალიან მაღალი ფასისა და გუნდის ცუდი შედეგებითაა გამოწვეული. „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ ფანებმა ფეხბურთელებს ტრიბუნებთან უხმეს, რათა გამარჯვება ერთად ეზეიმათ, მაგრამ მოთამაშეებმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს და გასახდელში შევიდნენ, რამაც პუბლიკა ძალიან გააბრაზა და მოთამაშეებს უსტვინეს.

იგივე მოხდა თამაშის წინ, როდესაც ფანები J Hotel-თან დახვდნენ გუნდის ავტობუსს და ობსტრუქცია მოუწყვეს, მთავარი სამიზნე კი ლეონარდო ბონუჩი იყო, რომელსაც კურვა სუდთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩსაც შინ ჩაატარებს და ჰაიფას „მაკაბის“ 5 ოქტომბერს უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …