მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ნანტის” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ნანტის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ნანტს“ დაუზავდა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

„იუვე“ – „ნანტის“ მატჩამდე ფედერიკო კიეზამ და დუშან ვლაჰოვიჩმა მხოლოდ ერთხელ გაცვალეს ოფიციალურ მატჩში საგოლე პასი. ეს იყო 2019 წლის 18 აგვისტოს, იტალიის თასზე „ფიორენტინასა“ და „მონცას“ მატჩში, როდესაც სერბმა იტალიელს საგოლე პასი გაუკეთა.

დუშან ვლაჰოვიჩამდე „იუვეს“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ევროპა ლიგაზე გოლი გაიტანა, კარლოს ტევესი იყო, რომელმაც 2014 წლის 24 აპრილს, „ბენფიკას“ გაუტანა.

დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსის“ ბოლო 5 გოლიდან ოთხში უშუალო მონაწილეობა მიიღო – 3 გოლი და 1 საგოლე პასი. მას შემდეგ, რაც ის „იუვეშია“, მინიმუმ 1 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე, სადაც ითამაშა: სერია A-ში, იტალიის თასზე, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე.

მიმდინარე სეზონში დუშან ვლაჰოვიჩი მარკოს ალონსონსთან ერთად ერთ-ერთია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპა ლიგაზე (საკვალიფიკაციო ეტაპების გამოკლებით).

ანხელ დი მარიამ ამ მატჩში 7 დრიბლინგი შეასრულა და სერია A-ს ფეხბურთელებიდან მიმდინარე სეზონში უკეთესი შედეგი მხოლოდ რაფაელ ლეაოს აქვს (8 დრიბლინგი „ტოტენჰემთან“).

„იუვენტუსმა“ 3-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …