მთავარი / სიახლეები / ალეგრი ხელშეუხებელი აღარაა, ზაფხულში კონტე შეიძლება “იუვეში” დაბრუნდეს

ალეგრი ხელშეუხებელი აღარაა, ზაფხულში კონტე შეიძლება “იუვეში” დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსს“ ურთულესი სეზონი აქვს და მომავალი ძალიან ბუნდოვანია. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, მასიმილიანო ალეგრიც ხელშეუხებელი აღარ არის.

აქამდე, კლუბი აფიქსირებდა, რომ ალეგრი პროექტის ცენტრში იყო, მაგრამ „ნანტთან“ მორიგი ცუდი თამაშის შემდეგ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. ალეგრის კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს სეზონში, მაგრამ ზაფხულში შეიძლება გუნდი დაატოვებინონ.

წყაროს თანახმად, ანტონიო კონტეს სახელი „იუვენტუსთან“ დღითიდღე უფრო დაკავშირებული ხდება. კონტეს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ეწურება და ცნობილია, რომ მას იტალიაში დაბრუნება სურს. მისი ოჯახი კი დღემდე ტურინში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსს“ 2011-2014 წლებში წვრთნიდა, ხოლო 1991-2004 წლებში, მის ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …