მთავარი / სიახლეები / დი მარია: “იუვეში” ბედნიერი ვარ და ევროპაში დარჩენა მინდა”

დი მარია: “იუვეში” ბედნიერი ვარ და ევროპაში დარჩენა მინდა”

ანხელ დი მარიამ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონშიც ევროპაში თამაში სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა „იუვენტუსში“ დარჩეს. თუმცა, არგენტინელმა თქვა, რომ კლუბს პრობლემები აქვს, რის გამოც ჯერ კონტრაქტის განახლებაზე საუბრისთვის არავის სცალია.

„აქ ბედნიერი ვარ. კლუბს რამდენიმე პრობლემა აქვს და ბოლო დროს განახლებაზე ბევრი არ გვისაუბრია. მე არ მილაპარაკია „იუვესთან“ და არც სხვა კლუბთან. ვცდილობ, მხოლოდ თამაშზე ვიფიქრო, ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობები ყველა თამაშში დავამტკიცო, შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. “ნანტთან” შეცვლა? მეც გამიკვირდა, მწვრთნელს ვუთხარი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი და თამაში შემეძლო.

მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე აღარ ვოცნებობ, მაგრამ კოპა ამერიკაზე თამაში ვფიქრობ შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ და მინდა იქ ვიყო. მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში თამაში გავაგრძელო, რომ მომავალ კოპა ამერიკაზე ნაკრებში მოვხვდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სკალონი შემადგენლობაში არ მომიაზრებს, თუ 100%-ით მზად არ ვიქნები“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ დი მარიას „იუვესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …