ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში ბერგამოს „ატალანტას“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს.
92 – დანილომ 91:37 წუთზე გაიტანა და ეს „იუვენტუსის“ ყველაზე გვიანი გოლია 2021 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც პაულო დიბალამ „უდინეზეს“ 92:50 წუთზე გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მაშინ პაულოს საგოლე პასი დანილომ გაუკეთა, ხოლო ახლა ბრაზილიელმა არგენტინელის პასით გაიტანა.
200 – პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ მაისურით სერია A-ში მე-200 თამაში ჩაატარა და 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ შავ-თეთრი მაისურით იტალიის ჩემპიონატში უფრო მეტჯერ არავის უთამაშია.
100 – დუშან ვლაჰოვიჩი 2000-იან წლებში დაბადებული პირველი თავდამსხმელია, რომელმაც სერია A-ში 100 მატჩი ჩაატარა.
7 – დუშან ვლაჰოვიჩმა კარისკენ 7-ჯერ დაარტყა და ამაზე მეტჯერ სერია A-ში ერთ მატჩში გოლის გატანის მცდელობა არ ჰქონია (ასევე 7-ჯერ დაარტყა დეკემბერში „სალერნიტანასთან“).
3 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში 2022 წელს 5 გოლი გაუშვა და აქედან 3 საჯარიმოს გარედან.