ტურინში, ჯანლუიჯი დონარუმას განსხვავებულად დახვდნენ, ვიდრე მილანში. ბელგიასთან მატჩში დონარუმას ბურთის შეხებას პუბლიკა აპლოდისმენტებით ეგებებოდა.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის მეკარემ, რომელიც „სკუადრა აძურას“ კაპიტნობდა და ბოლოს 65 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც გუნდს უკაპიტნა, ტურინელ ფანებს მადლიერების ნიშნად, თავადაც ტაში დაუკრა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგია ნიკოლო ბარელასა და დომენიკო ბერარდის გოლებით 2:1 დაამარცხა.