მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “კიეზას მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირად თამაში შეუძლია”

მანჩინი: “კიეზას მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირად თამაში შეუძლია”

იტალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა. რობერტო მანჩინის გუნდმა ტურინში, „იუვენტუსის“ სტადიონზე ბელგია ნიკოლო ბარელასა და დომენიკო ბერარდის გოლებით 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა, რომელმაც ფედერიკო კიეზაზეც ისაუბრა, ვისაც მორიგი შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

„ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშებს. ნახევარდაცვაში გვაქვს სხვადასხვა არჩევანი და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ყველამ აჩვენა, რომ კარგად თამაში შეუძლიათ. კიეზა? მას შეუძლია თამაში მარცხნივ და მარჯვნივ, არცერთ ფლანგზე არ აქვს სირთულეები და დღეს მარცხნივ ძალიან კარგად ითამაშა. ბერარდი და რასპადორი, ისევე, როგორც კინი კარგები იყვნენ.

ევროპის ჩემპიონატის იტალია იყო ესპანეთთან მატჩშიც, მაგრამ 10 კაცით თამაში რთულია და ამ პრობლემის წინაშე დავდექით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე ვითამაშებდით, როგორც დღეს. ახლა შვეიცარიასთან მატჩზე ვფიქრობთ და მჯერა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს, რომში, შვეიცარიასთან გამართავს და ეს თამაში დიდი ალბათობით, გადაწყვეტს, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …