მთავარი / სიახლეები / დე ბრუინი: “ჩვენ არ გვყავს 22 დიდი ფეხბურთელი, როგორც იტალიას ჰყავს”

დე ბრუინი: “ჩვენ არ გვყავს 22 დიდი ფეხბურთელი, როგორც იტალიას ჰყავს”

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა იტალიის ნაკრებთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბელგიას არ ჰყავს იმდენი მაღალი დონის მოთამაშე, როგორც იტალიას და საფრანგეთს.

„სრული პატივისცემით: ჩვენ „მხოლოდ“ ბელგია ვართ, ახალი თაობა და დღეს ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მათ შორის, აზარი და ლუკაკუ. რეალისტები უნდა ვიყოთ: იტალიას და საფრანგეთს 22 ტოპფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ – არა“, – თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელგია 2:1 დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …