ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსმა“ ალვარო მორატა უნდა გამოისყიდოს, რადგან ის იდეალური ვარიანტი დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად. ტონი ფიქრობს, რომ ალვაროს არა მარტო ვლაჰოვიჩს შეცვლა და მისი დრო და დრო დასვენება, არამედ მასთან ერთად თამაშიც შეუძლია.
„მე ორი განსხვავებული ტიპის თავდამსხმელზე გავამახვილებდი ყურადთებას. ვლაჰოვიჩის გარდა, ახალგაზრდა პერსპექტიულზე, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ვლაჰოვიჩის ზურგს უკან ან გამოცდილ ფეხბურთელზე, რომელიც თანახმა იქნება სერბის ალტერნატივობაზე, რომელსაც თავისი როლი ეცოდინება.
მან არ უნდა მოახდინოს ზედმეტად დიდი ზეწოლა ვლაჰოვიჩზე, მაგრამ ცოტათი კი. უპირველეს ყოვლისა თანახმა უნდა იყოს მისი შემცვლელის როლზე. ეს არ არის იოლი არჩევანი, ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უსაფრთხო არჩევანი ალვარო მორატას სახლში დაბრუნება იქნება. ის საერთაშორისო დონის ფორვარდია, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდი, ჯერ კიდევ მადრიდის „რეალში“ თამაშისას და „იუვენტუსში“ გატარებული პირველი პერიოდიდან.
ალვარო მიჩვეულია დიდ მატჩებს, „იუვენტუსში“ თავს კარგად გრძნობს და ვლაჰოვიჩთან თამაშის გამოცდილებაც უკვე აქვს, რაც არ არის პატარა დეტალი, პირიქით. გარდა ამისა, მორატამ აჩვენა, რომ შეუძლია სერბთან ერთად თამაშიც. მორატა მოქნილი ფეხბურთელია, შეუძლია გარემარბადაც თამაში, სამკაციან შეტევაშიც და მეორე თავდამსხმელად. ვლაჰოვიჩის არყოფნის პირობებშიც კი მისი შეცვლა შეუძლია. ყველა ამ მიზეზით დარწმუნებული ვარ, რომ ის „იუვენტუსისთვის“ იდეალური ვარიანტია“, – თქვა ტონიმ.