მთავარი / სიახლეები / “ატლეტიკოს” დირექტორი: “მორატა? ყველაფერი “იუვეზეა” დამოკიდებული”

“ატლეტიკოს” დირექტორი: “მორატა? ყველაფერი “იუვეზეა” დამოკიდებული”

მადრიდის „ატლეტიკოს“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეს ბერტამ განაცხადა, რომ ალვარო მორატას მომავალი „იუვენტუსზეა“ დამოკიდებული და არაფერი გამორიცხა.

„მორატა? ყველაფერი შესაძლებელია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ინტერესი ექნება „იუვეს“ მისი შენარჩუნების“, – თქვა ბერტამ.

მორატას „იუვენტუსთან“ 2-წლიანი იჯარა დაუმთავრდა, ფეხბურთელის გამოსყიდვა ტურინელებს 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ და ესპანელის შენარჩუნების სურვილი არსებობს, მაგრამ „იუვე“ გამოსასყიდი ფასის დაკლებას ცდილობს, რაზეც ესპანელები უარს ამბობენ.

იტალიური მედია ბოლო დროს წერს, რომ მორატას „იუვენტუსში“ დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. წესითა და რიგით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …