ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, სერბს მხოლოდ სიმშვიდე სჭირდება, რომ ისე ათამაშდეს, როგორც „ფიორენტინაში“ თამაშობდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მას მოედანზე ასეთ განერვიულებულს ვხედავ. მისი განწყობა არ არის საუკეთესო, ამას ვხედავთ და ალეგრის სიტყვებიც ადასტურებენ. ჩემი აზრით, ის ცუდად არ თამაშობს და გუნდში დიდი მუხტი მიიტანა. თუმცა, სიმშვიდის პოვნა ადვილი არაა, არადა, ვლაჰოვიჩს მხოლოდ ეს სჭირდება. ცხადია, რომ „იუვენტუსში“ თამაში და „ფიორენტინაში“ თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. „იუვეში“ ნაკლები დრო გაქვს და შედეგი დაუყოვნებლივ უნდა აჩვენო. ვფიქრობ, ის არც დაღლილია, მხოლოდ დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს თამაში, რაც ემჩნევა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის უნდა იმუშაოს, რომ გაუმჯობესდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს“, – თქვა ტონიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 11 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ ჩაატარებს.