მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “იუვე” ვლაჰოვიჩს ვერ იყენებს, ასეთი ფორვარდი კარში ასე იშვიათად არ უნდა ურტყამდეს”

ტაკინარდი: “იუვე” ვლაჰოვიჩს ვერ იყენებს, ასეთი ფორვარდი კარში ასე იშვიათად არ უნდა ურტყამდეს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ჯენოას“ მატჩის შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი ალესიო ტაკინარდიმ გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველის განცხადებით, როდესაც გუნდში დუშან ვლაჰოვიჩი გყავს, არ შეიძლება, რომ მან კარისკენ ასე იშვიათად დაარტყას.

„ასეთ დასასრულს არ ველოდი. პირველ რიგში მინდა კრიშიტოს მივულოცო თავისი ხასიათის გამოვლინებისთვის და გამბედაობისთვის, რომელიც გამოიჩინა ასეთი მძიმე პენალტის დასარტყმელად. თუმცა, თამაშის მსგავს დასასრულს არ ველოდი.

ვფიქრობ, ისინი უკვე იტალიის თასის ფინალზე ფიქრობდნენ. ფინალი არის მოსაგები თამაში, რადგან კლუბი მხოლოდ მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერ იქნება, „ბიანკონერის“ მსგავსი კლუბისთვის მხოლოდ ეს ძალიან ცოტა იქნება. გუნდმა იტალიის თასი უნდა მოიგოს სეზონის გადასარჩენად.

ვლაჰოვიჩი? სამწუხაროა, რომ ასეთი ინვოლუცია მოხდა. რა თქმა უნდა, „იუვენტუსის“ თამაშის სტილი ფეხბურთელს არ ეხმარება. როდესაც ამ თვისებების მოთამაშე გყავს, არ შეიძლება, რომ მან კარში ასეთი იშვიათად დაარტყას. მომავალში ვლაჰოვიჩს გუნდისგან სჭირდება თამაშის სტილი, რომელიც არა მხოლოდ მას, არამედ მთელ გუნდს დაეხმარება.

ჩემი აზრით, კინს და მორატასაც მეტი შეუძლიათ. შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელს შეუძლია მომატება, მაგრამ მანამდე საჭიროა გავიგოთ რა სურს „იუვენტუსს“. მომდევნო სეზონი გუნდმა მკაფიო იდეით უნდა დაიწყოს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მორატას შევინარჩუნებდი, რაც შეეხება კინს, მარცხენა ფლანგზე მირჩევნია გუნდმა კიეზას მსგავსი ფეხბურთელი დაიმატოს“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 11 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …