ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ „ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტურინული გუნდისთვის ეს პრაქტიკულად გადამწყვეტი თამაში იქნება.
„ნაპოლი“ – „იუვეს“ მატჩი გადამწყვეტი იქნება, თუ „იუვე“ წააგებს, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, სკუდეტოს ვერ მოიგებს, მაგრამ თუ ტურინელები მოიგებენ, უფრო მეტ თავდაჯერებას მიიღებენ და შესაძლოა, მათმა გამარჯვებამ სხვა გუნდებში შიში ჩანერგოს.
პოგბა, ვლაჰოვიჩი, კიეზა და დი მარია ერთად? შეიძლება ყველა მატჩში ერთად ვერ ითამაშონ, მაგრამ რამდენჯერმე ალბათ ასე იქნება. დადგება დრო, როცა ვინმეს დასვენება დასჭირდება, მაგალითად, დი მარიას, რომელსაც ვფიქრობ, უჭირს ყოველ მეოთხე დღეს თამაში, თუმცა, ვლაჰოვიჩსა და კიეზას ერთად შესანიშნავად თამაში შეუძლიათ. ვნახოთ, როდის გამოჯანმრთელდებიან პოგბა და ვლაჰოვიჩი 100%-ით, თუმცა მანამდე მილიკიც კარგად მუშაობს“, – თქვა ტარდელიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.