მთავარი / სიახლეები / სერია A / კიეზა: “ევროპის ჩემპიონატზე ვიალი თითქოს ჩვენთან ერთად მოედანზე იყო”

კიეზა: “ევროპის ჩემპიონატზე ვიალი თითქოს ჩვენთან ერთად მოედანზე იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „უდინეზესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს.

„პირველ რიგში მინდა ჯანლუკა ვიალი გავიხსენო. დიდებული ადამიანი იყო და გამიმართლა, რომ მას ვიცნობდი. ეს გამარჯვება მას ეძღვნება, ევროპის ჩემპიონატზე ის ჩვენი დამატებითი მოთამაშე იყო, თითქოს მოედანზე ჩვენთან ერთად გადიოდა და ძალიან ძლიერი ემოციები მოგვანიჭა.

საწვრთნელი შეკრების დროს 15 დღე გაჩერება მომიწია, მწვრთნელმა გადაწყვიტა ამხანაგურ მატჩებში რისკზე არ წასულიყო და ეს დამეხმარა. ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გავიღო. მეტი უნდა ვიმუშაო, რომ იმ ფორმას დავუბრუნდე, რომელშიც ტრავმამდე ვიყავი.

სეზონი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე მატჩში შედეგები გამოვასწორეთ. რვა მოგება გოლის გაშვების გარეშე შესანიშნავია, მაგრამ როგორც მწვრთნელი ამბობს, მეტი უნდა გავაკეთოთ“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბოლო 8 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 37 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …