მთავარი / სიახლეები / სერია A / ტაკინარდი: “შემაშფოთებელია, რომ “იუვეს” ნახევარმცველებმა გოლის გატანა არ იციან”

ტაკინარდი: “შემაშფოთებელია, რომ “იუვეს” ნახევარმცველებმა გოლის გატანა არ იციან”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი ალესიო ტაკინარდიმ შეაფასა. როგორც მან განაცხადა, „იუვე“ შეძლებს ფეხზე წამოდგომას, მაგრამ მაინც არის გუნდში წერტილები, რომელიც მას აშფოთებს და ანერვიულებს.

„ვფიქრობ, რომ „იუვეს“ მენტალიტეტის გაუმჯობესება სჭირდება, რომ მეტი გააკეთოს და კმაყოფილი არ იყოს. ორივემ ითამაშა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ „იუვემ“ დაბალი დონის გუნდთან და „მილანამდე“ ერთი დღით ადრე და მილანელებს ფიზიკური ენერგიის დახარჯვა მოუწიათ. მეორე ტაიმში „იუვე“ აჩქარების ნაცვლად შენელდა. პირველ ტაიმი ძალიან მომეწონა, მაგრამ შემდეგ შენელდა „მილანის“ ჩხვლეტების გარეშე. ახლა გასაოცარია „იუვეს“ ქვედა ნაწილში ნახვა.

რამდენიმე წლის წინ „მილანი“ ამ მატჩს ფრემდე ვერ მიიყვანდა. აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად უკეთესი გუნდია, აკლდათ ფორვარდი, მაგრამ მაინც გამოჩნდა, რომ გუნდია, რომელიც არ ნებდება. ეს არის ინექცია ზრდის გზაზე, რომელიც გრძელდება. ახალგაზრდა გუნდია და ტურინში თავდაჯერებულობაც მიიღო.

ალეგრის „იუვეს“ თუ მჯერა? დღეს მე ვნახე შესანიშნავი პირველი ტაიმი, სასტიკი და გაბრაზებული „იუვე“. კიდევ 10 თამაში მომეცით, რომ ნამდვილი „იუვენტუსი“ ვნახო. რონალდუს გოლების დაკლება მძიმე დანაკლისია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კიდევ უფრო იგრძნობა. კინი არასდროს ყოფილა გოლეადორი, შესაბამისად, წინ პრობლემებია. ზეწოლა იზრდება, საჭიროა ფიზიკური კონდიციების და მენტალიტეტის გაუმჯობესება. ალეგრი ამიტომ მოიყვანეს, ახლა ის კოჭლობს, მაგრამ სწორ გუნდს იპოვის.

სატურნირო ცხრილი დაუნდობელია, როცა ხედავ, რომ „იუვე“ ბოლოდან მეორე ადგილზეა. ვიმეორებ, „იუვენტუსი“ შეძლებს ფეხზე წამოდგომას, მაგრამ ნახევარდაცვაში ცოტაა ისეთი ფეხბურთელები, ვისაც გოლების გატანა შეუძლია და ეს მაშფოთებს“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, „სპეციასთან“ სტუმრად ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …