ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზეს“ ვერ მოუგო (2:2). გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ სტატისტიკურ მონაცემებს და საინტერესო ფაქტებს.
3 – მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან) პაულო დიბალას გოლი ყველაზე სწრაფია „იუვენტუსისთვის“ პირველ ტურში. არგენტინელმა თამაშის დაწყებიდან 2 წუთსა და 3 წამში გაიტანა.
16 – პაულო დიბალას „უდინეზესთან“ 9 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გააკეთა. 2004-2005 წლების სეზონიდან, მას შემდეგ, რაც ორივე სტატისტიკა ხელმისაწვდომია, მხოლოდ ფრანჩესკო ტოტის აქვს უკეთესი შედეგი „პარმასთან“ (13 გოლი, 7 პასი) სერია A-ში ერთ მეტოქესთან.
1 – სერია A-ს კარიერაში პირველად ხუან კუადრადომ პირველ ტურში გოლი გაიტანა.
3 – „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში მინიმუმ 2 გოლი პირველად გაუშვა, მას შემდეგ, რაც გამარჯვებაზე გუნდებს 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან) და პირველად ვერ მოიგო ასეთი მატჩი. მანამდე 1998 წელს „პერუჯას“ (4:3) და 2018 წელს „კიევოს“ (3:2) აჯობა.
2 – პირველად 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ (მას მერე, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან) „იუვენტუსმა“ სერია A-ში პირველი ორი ორი დარტყმით გაიტანა.