ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ „იუვეს“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისინი მუშაობენ და თავს მშვიდად იცავენ.
„მოიცადეთ, ვნახოთ რა იქნება 19 აპრილს. იმედია, ყველაფერი ჩვენთვის საუკეთესოდ გადაწყდება. რაბიოს და დი მარიას კონტრაქტები? ვმუშაობთ, მომავალი სეზონისთვის ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ რა მოხდება აპრილში. ბევრი მნიშვნელოვანი სასამართლო გვაქვს, პირველი 19 აპრილს, შემდეგ ევროპა ლიგასა და იტალიის თასზე მიზნები გვაქვს მისაღწევი.
სასამართლო პროცესები? თავდაჯერებულები ვართ, თავს მშვიდად ვიცავთ და ველოდებით განაჩენებს, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – თქვა სკანავინომ.