ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ „ატალანტასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კლუბი გაასაჩივრებს.
„გუნდში დიდი ერთიანობა დავინახე, დაწყებული ალეგრისთან შეხვედრით, ასევე მთელ გუნდთან. ვნახე უკიდურესად მშვიდი და მოწესრიგებული გუნდი, უკვე გვქონდა შესაძლებლობა წარმოგვედგინა კლუბის მდგომარეობა, სოციალურ ქსელებით გადაცემული მათი მესიჯები მეტყველებს მათ განწყობაზე.
თუ დასაქმდება გუნდში მაგალითად ყოფილი ფეხბურთელი? ახლა განსაკუთრებულ ეტაპზე ვართ, გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და პრიორიტეტები გამოვკვეთოთ. მოედანზე ბევრი ქულის მოპოვებას ველოდებით. როგორც კი ეს ფაზები გადაილახება, მეორე ეტაპი იქნება და კონკრეტულ ფიგურებსაც ვნახავთ.
ჩვენ პროფესიონალთა ჯგუფი ვართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი თუ სასჯელი უფრო მკაცრი იქნება? ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვიცით, რომ აზრი არ აქვს იყო ოპტიმისტი ან პესიმისტი. პირველ რიგში მინდა გამოვეყოთ ფსევდო გულშემატკივრებს, რომლებიც სოციალური ქსელით გრავინას და კინეს, ასევე მათ ოჯახებს დაემუქრნენ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ გუნდს, მაგრამ პატივისცემით. ეს სასჯელი უსამართლოა, ველოდებით ამ გადაწყვეტილების მოტივებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ. ჩვენი პოზიციები მყარი და მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს“, – თქვა სკანავინომ.