კორონავირუსის პანდემიის გამო სერია A-ში მაყურებელთა დასწრების რაოდენობა შეიზღუდა. 22-ე და 23-ე ტურის მატჩებზე სტადიონზე მხოლოდ 5 ათასამდე გუშემატკივარი დაიშვება.
შეზღუდვა არ იმოქმედებს კვირას გასამართ 21-ე ტურსა და 12 იანვარს, იტალიის სუპერთასის მატჩზე, რომელშიც „იუვენტუსი“ მილანში, „ინტერს“ ეწვევა. ორივე შემთხვევაში სტადიონის ტევადობის 50%-ზე დასწრება შესაძლებელია.
იტალიის ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის გეგმაა, რმ 6 თებერვლიდან 50%-იანი ზღვარი ისევ აღადგინონ, თუმცა ყველაფერი კოვიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.