მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი მოიგო

“იუვენტუსის” ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი მოიგო

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი მოიგო. „ბიანკონერი“ სატიტულე შეხვედრაში „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.

პირველი ტაიმის ბოლოს ლომბარდიელები დაწინაურდნენ, თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში ბერგამასკის ავტოგოლით ტურინელებმა წონასწორობა აღადგინეს. გამარჯვების და თასის მომტანი გოლი ძირითადი დროის ორი წუთით ადრე კრისტიანა ჯირელიმ გაიტანა და „იუვეს“ მოაგებინა – 2:1.

„იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამე მოიგო.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გრიმშოუ (45), 1:1 ბერგამასკი (50, ა.გ), 2:1 ჯირელი (88)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …