ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოს“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალემ მოლაპარაკებები უარყო.
უფრო მეტიც, კარნევალიმ თქვა, რომ ლოკატელის მიმართ ინტერესს სხვა კლუბები იჩენენ.
„იუვენტუსთან“ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ სხვა კლუბები დაინტერესებულნი არიან“, – თქვა კარნევალიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე დაკარგა და ახლა მანუელ ლოკატელის ხელიდან გაშვების შანსიც მაღალია. ფედერიკო კერუბინის სპორტული დირექტორობა არც ისე კარგად დაიწყო…