მთავარი / სიახლეები / პლატინი: “ანიელი და “იუვე” ყოველთვის იარესებენ, ჩეფერინი კი წავა”

პლატინი: “ანიელი და “იუვე” ყოველთვის იარესებენ, ჩეფერინი კი წავა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უეფასა და სუპერლიგას შორის მიმდინარე დავაზე ისაუბრა. ალექსანდერ ჩეფერინი განსაკუთრებით „იუვენტუსს“ და ანდრეა ანიელის ერჩის, რაც პლატინისთვის მიუღებელი საქციელია.

„უეფასა და სუპერლიგის ბრძოლაზე ნამდვილად მეცინება. 50 წლის განმავლობაში კლუბებს ფორმულას შეცვლა სურდათ. მედიამ და ხალხმა გააკეთა ის, რაც უეფამ ვერ შეძლო, ყველა კლუბი ერთად შეინარჩუნეს.

კლუბებს ლეგიტიმური უფლება აქვთ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უეფას ან ფიფას შექმნილ ტურნირებში და საკუთარი ტურნირი შექმნან. ბოლოს და ბოლოს, 60 წლის წინ ევროტურნირების შექმნის იდეა ფრანგულ გაზეთ „ეკიპს“ ეკუთვნის, რომელიც უეფამ წაართვა. თუმცა, არ მომწონს ის იდეა, რომ კლუბებს რომელიმე ტურნირში ადგილი გარანტირებული ჰქონდეთ და თამაშის უფლების მოპოვება მოედანზე არ იყოს საჭირო. მაგრამ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ფორმულა წარმოადგინეს 1992 წელს, მე წინააღმდეგი ვიყავი.

თუ შეიძლება უეფას პრეზიდენტმა ასეთი განცხადებები აკეთოს ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორიც „იუვენტუსია“? არა. ვიცი, რომ ანიელი და „იუვენტუსი“ არსებობენ და მუდამ იარსებებენ, ჩეფერინი კი წავა“, – თქვა პლატინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …