ტურინის “იუვენტუსის” და “სასუოლოს” წარმომადგენლები პარასკევს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ შეხვდებიან.
ემილიურმა კლუბმა ფეხბურთელს ფასი 35 მილიონ ევრომდე დააკლო და ამჯერად მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.
პარალელურად, “სასუოლომ” ლოკატელის შემცვლელი უკვე იყიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი მათეუსი ენრიკე, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა. ამან შესაძლოა, მანუელის ტურინში გადასვლას ხელი შეუწყოს.
თუმცა, ცხადია, მთავარი კლუბებს შორის ფინანსური შეთანხმება იქნება, რისი მიღწევაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.