მთავარი / სიახლეები / ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020 გაიხსენა

ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020 გაიხსენა

ზუსტად 1 თვის წინ, 11 ივლისს, იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა. ლეონარდო ბონუჩი ამ თემაზე Sky Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის თავიდანვე სჯეროდა. ასევე აღნიშნა, ვფიქრობდი, რომ შემეძლო გადამწყვეტი ფეხბურთელი ვყოფილიყავიო.

“შვებულებაში ყოფნის დროს ტელევიზორში ყველა გოლს ვუყრებდი და ჩემმა მეუღლემ ხუმრობით მითხრა, რომ თასს არავინ წამართმევადა, რადგან ჩემი იყო. იმ დღეებში ჩვენ ყველანი ერთი დროშის ქვეშ ვიყავით გაერთიანულები, სხვა რწმენა არ არსებობდა, ყველამ ერთად გავიხარეთ. ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო. მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრე, ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა ისეთი რამ მომხდარიყო, რაც მოხდა.

როდესაც სარდინიაზე შევიკრიბეთ, ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ რაღაც განსხვავებული ენერგიით ვსუნთქავდით. 11 ივნისიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა გადამწყვეტი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. თავიდანვე მჯეროდა ამ გუნდის და ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო ევროპის ჩემპიონატის გმირები ვყოფილიყავით. საბოლოოდ, მე ორი გადამწყვეტი პენალტი გავიდა, ერთი გოლი ფინალში და ერთი გოლცი ბელგიასთან გამიუქმეს. ფინალში მოედანზე საუკეთესო ვიყავი და მცველისთვის მეტის მოთხოვნა ძნელია.

იტალიას ოლიმპიადაც შესანიშნავი ჰქონდა, 40 მედალი მოვიპოვეთ, რაც ისტორიული შედეგია და ეს იყო ისტორიული იტალიური ზაფხული“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე ბონუჩი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მან შვიდივე მატჩში ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა, გარდა ამისა, პენალტების სერიაში ესპანეთთან და ინგლისთან დარტყმა ზუსტად მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …