მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტურინის „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ კლუბი ამ რთულ პერიოდს დაძლევს.
„იუვე“ რთულ ფაზას გადის, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ. ყოველთვის ვუყურებ „იუვეს“ თამაშებს, იქ ვთამაშობდი და ახლაც ეს გუნდი ძალიან მიყვარს. იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი პერიოდი აქვს, მაგრამ კლუბი ძლიერია და ამ პერიოდსაც გადალახავს“, – თქვა სალიჰამიჯიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჰასან სალიჰამიჯიჩი „იუვენტუსის“ რიგებში 2007-2011 წლებში თამაშობდა.