მთავარი / სიახლეები / სერია A / “სალერნიტანა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სალერნიტანა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „სალერნიტანა“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით და ფილიპ კოსტიჩის გოლით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ დასჭირდა.

დანილო 6 – მისთვის ჩვეულებრივი თამაში.

ბრემერი 6.5 – მეორე სართულზე ყველა ბურთი მისია.

ალექს სანდრო 6 – თავისი პოზიცია შფოთვის გარეშე გააკონტროლა.

დე შილიო 6.5 – კარგი თამაში, კარგი პასუხი „ალიანც სთედიუმის“ სტვენაზე, მარჯვნივ დაიწყო და მარცხნივ დაასრულა.

ილინგ-ჟუნიორი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

მირეტი 6.5 – გადამწყვეტი მოქმედების დროც მოვიდა და პენალტი მოიპოვა. სერიოზული ტრავმის შიშია, მაგრამ იმედია, საქმე მხოლოდ ძლიერ დაჭიმულობასთან გვაქვს.

ფაჯოლი 7 – თამაშში სწრაფად ჩაერთო, მოიპარა ბურთი და საგოლე პასი გააკეთა.

ლოკატელი 6.5 – ალეგრიმ ის „იუვეს“ სიმბოლოდ აირჩია, ბალანსის თვალსაზრისით ფუნდამენტურია.

რაბიო 6 – გამოცდილებით ახერხებს ნაკლოვანობების დაფარვას.

კოსტიჩი 7 – მან უნდა დაიბრუნოს ბრწყინვალე, მაგრამ თავისთვის და გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

კუადრადო 6 – მან „იუვეში“ 290-ე თამაში ჩაატარა.

დი მარია 7 – სტატისტიკაში არ ჩანს, მაგრამ პირველი საგოლე შეტევა მან დიდებული პასით დაიწყო, რასაც პენალტი მოჰყვა. ვლაჰოვიჩს პენალტიც დაუთმო, დუშანს უფრო სჭირდებოდა. ხარიხამ ულამაზესი გოლი წაართვა.

კიეზა 6 – მეორე თავდამსხმელად ითამაშა ვლაჰოვიჩის გვერდით და რიტმის დაბრუნებას ცდილობს.

ვლაჰოვიჩი 7.5 – გოლები გაიტანა. თუ კარგადაა, „იუვე“ მის გარეშე ვერ ითამაშებს.

კინი 6 – კარგად ჩაერთო და ბურთი ძელსაც გაარტყა.

ალეგრი 7 – ამჯერად „იუვესთვის“ ყველაფერი ადვილია, ახლა ყოველი გამარჯვება შეიძლება ფუნდამენტური იყოს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …