მთავარი / სიახლეები / სერია A / დე შილიო: “სტვენა? არაფერი დამიშავებია, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ”

დე შილიო: “სტვენა? არაფერი დამიშავებია, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდისთვის მაქსიმალურად იხარჯება და არაფერი დაუშავებია, შესაბამისად, არც ფანების სტვენა დაუმსახურებია.

„თუ 3:0-ს ვიგებთ, თამაში მაინც უკეთ უნდა ვმართოთ, რადგან მნიშვნელოვანია თამაშის გოლგაუშვებლად მოგება, თუნდაც თავდაჯერებისთვის, თავმოყვარეობისთვის, ამიტომ, ყურადღება არასდროს უნდა მოვადუნოთ.

სტვენა და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ? მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, ჩემი შეფასება იმის მიხედვით უნდა მოხდეს, რასაც მოედანზე ვაკეთებ. დანარჩენი არაფერი დამიშავებია, ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები, როცა ამ მაისურს ვირგებ, რადგან ჩემთვის პრიორიტეტი გუნდი და „იუვენტუსია“.

3 თუ 4-მცველი ტაქტიკა? გარკვეულწილად ორივე სქემაში თამაში ჩემთვის ერთნაირია, მაგრამ განსხვავებული ასპექტებიცაა. 3-მცველიან სქემაში მანამდეც მითამაშია იტალიის ნაკრებში კონტეს პერიოდში, ასე რომ, ეს ჩემთვის ახალი პოზიცია არაა. ასევე მითამაშია მესამე ცენტრალურ მცველადაც. საბედნიეროდ შემიძლია ამ პოზიციებთან ადაპტირება. 3 მცველით თამაშის დროს მეტი საშუალება მაქვს შეტევაში ჩავერთო, ვიდრე 4-კაციანში, რადგან მაშინ დაცვაზე უფრო მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო“, – თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, შინ „ფიორენტინასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …