ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „უდინეზე“ დანილოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს.
„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 8 თამაში მოიგო გოლგაუშვებლად, რაც 2018 წლის მარტის შემდეგ პირველად გააკეთა. მაშინ ალეგრის გუნდის შემდეგ ზედიზედ 9 გამარჯვება იყო მშრალი კარით.
მიმდინარე სეზონში სერია A-ში „იუვემ“ 6 გოლი გაიტანა 85-ე წუთის შემდეგ, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.
მხოლოდ მეორე ტაიმების შედეგების გათვალისწინებით „იუვენტუსი“ 38 ქულით ლიდერია.
„ბიანკონერიმ“ ამ სეზონში მეხუთე თამაში მოიგო 1:0, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.
„იუვემ“ მიმდინარე სეზონში 12-ჯერ შეინახა კარი მშრალად 17 ტურში. 17 ტურის შემდეგ უკეთესი შედეგი სერია A-ში მხოლოდ „კალიარის“ ჰქონდა 1966-1967 წლების სეზონში – 13 მშრალი თამაში.
დანილომ სერია A-ში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა და პირველი 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა „ატალანტას“ გაუტანა.
ფედერიკო კიეზამ სერია A-ს ბოლო სამ თამაშში მეორე საგოლე პასი მიითვალა.