მთავარი / სიახლეები / სერია A / დადებითი ნიშნები პოგბას და ვლაჰოვიჩის დაბრუნებაზე

დადებითი ნიშნები პოგბას და ვლაჰოვიჩის დაბრუნებაზე

დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სარეაბილიტაციო პერიოდს აგრძელებენ და პოზიტიური ნიშნებიც გამოჩნდა.

რომეო აგრესტის ცნობით, სერბმა და ფრანგმა ფეხბურთელებმა ბურთით ივარჯიშეს და განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნიათ. ჯერ მათი დაბრუნების თარიღი უცნობია, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე იქნება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გუნდთან ერთად იქნებიან.

ახლა სარეაბილიტაციო პროცესის მორიგი ეტაპია, რომ ორივემ დატვირთვებს მოუმატოს და შემდეგ უფრო მეტად გაირკვევა, როდის იქნებიან სათამაშოდ მზად.

დუშან ვლაჰოვიჩს „იუვენტუსში“ 25 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო პოლ პოგბა მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა. დაბრუნების შემდეგ პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთშია.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლის“ წინააღმდეგ ორივეს თამაში გამორიცხულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …