ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი შესაძლოა გენუის „სამპდორიაში“ გადავიდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, გენუელებმა ტრანსფერზე მუშაობა დაჩქარებულ ტემპში დაიწყეს.
რუგანის „გალათასარაიც“ იწვევს და კონკრეტული შეთავაზეც არსებობს, მაგრამ 28 წლის მცველს იტალიაში დარჩენა ურჩევნია. მისთვის „ემპოლი“ და „ვერონაც“ იბრძვიან, მაგრამ „სამპდორია“ ფავორიტად მიიჩნევა.
თავის მხრივ, „იუვე“ წინააღმდეგი არაა რუგანის შეელიოს, რადგან იტალიელმა ფეხბურთელმა 2015 წლიდან დღემდე ვერ შეძლო ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.
დანიელემ ამ პერიოდში 119 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 2020-2021 წლების სეზონში კი ჯერ „რენში“, მერე „კალიარიში“ იყო განათხოვრებული.