მთავარი / სიახლეები / ანდრეა ანიელიმ და ჯონ ელკანმა “იუვენტუსის” ფეხბურთელებს მიმართეს

ანდრეა ანიელიმ და ჯონ ელკანმა “იუვენტუსის” ფეხბურთელებს მიმართეს

ტურინის „იუვენტუსმა“ ვილარ პეროზაში სეზონისწინა ტრადიციული ამხანაგური მატჩი გამართა მეორე გუნდთან. პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და კლუბის მფლობელი ჯონ ელკანიც იქ იყვნენ, რომლებმაც ფეხბურთელებს მიმართეს. თავიდან სიტყვით ანიელი გამოვიდა:

„აქედან, ვილარ პეროზას მოედნიდან დაიწყო ყველა უდიდესი ჩემპიონის გზა ვინც ამ მაისურს ატარებდა 1950 წლიდან მოყოლებული. სივორიდან პლატინამდე, დელ პიეროდან ზიდანსა და ბაჯომდე. ჩვენ ეს კონკრეტული ადგილი ავირჩიეთ ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: 2023 წელს 100 წელი შესრულდება, რაც ანიელების ოჯახს „იუვენტუსი“ ფლობს. ეს არის რაღაც უნიკალური მოვლენა. არ არსებობს არცერთი სპორტული კლუბი მსოფლიოში, რომელიც ამხელა ქონებით იკვეხნის. კარგად იცოდეთ, რომ „იუვენტუსი“ არის ის, რაც არის და ჩვენი ბევრი გვმართებს სენატორი ანიელიდან დაწყებული, რომელმაც დააარსა ფიატი, მისი შვილის ედოარდოსი, რომელსაც „იუვენტუსის“ შეძენა სურდა. შემდეგ ავოკატო ანიელის და მამაჩემის. ჩვენ აქ ვართ, ჩვენს უკან მყოფი ხალხის ვალი გვაქვს. გვინდა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ამდენი შექმნა და აქ დაბრუნება კარგი იქნება ტიტულებით. ამგვარად პატივს ვცემთ ტრადიციას“, – თქვა ანდრეა ანიელიმ.

ანიელის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯონ ელკანის ჯერი დადგა, რომელმაც იქ დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

„მთავარია წარსულის ცოდნა. მხოლოდ მათ, ვინც იცის წარსული, შეუძლიათ მომავლის აშენება, აწმყოსთან შესაბამისობით, მწვრთნელს, კაპიტანს და ყველა თქვენგანს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ წელს, რადგან ასწლოვანი იუბილე მნიშვნელოვანია. ეს არის განსაკუთრებული წელი, რომელიც ორ ეტაპად არის დაყოფილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამო და თავიდანვე კარგად უნდა დავიწყოთ. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ „იუვენტუსის“ მაისურის ტარებას იმსახურებთ. „იუვეს“ მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. უნდა გავიხსენოთ წარსული და ვინ ააგო ჩვენი ისტორია. ვინც არასდროს ყოფილა აქამდე ვილარ პეროზაში, იხილავს ზეიმს, ვნებას, სითბოსა და გულშემატკივართა სიყვარულს. დააფასეთ ეს, რადგან თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, რომ ეს რწმენა ცოცხალი შეინარჩუნოთ“, – თქვა ელკანმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …