მთავარი / სიახლეები / ნიკოლო ფაჯოლი “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიკოლო ფაჯოლი “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიკოლო ფაჯოლი დიდი ალბათობით „იუვენტუსში“ დარჩება. Tuttosport-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილია იმით, რაც ფაჯოლიმ პრესეზონზე აჩვენა და მზადაა მას შანსი სეზონშიც მისცეს.

ნიკოლოს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და წყაროს თანახმად, მას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. ახალგაზრდა მოთამაშის აგენტებსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, გასული სეზონი კი იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და სერია B-ს საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …