ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანიელე რუგანიმ „უდინეზესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, ის ყოველთვის მზადაა, რომ გუნდს დაეხმაროს.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, „უდინეზე“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, კომპაქტური და გაგვიჭირდა. კარგად მოვახერხეთ თამაშში დარჩენა და გოლიც გავიტანეთ. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ, იმედი მაქვს, რომ გუნდს დავეხმარები, ალეგრიმ იცის, რომ ჩემი იმედი ნებისმიერ დროს შეუძლია ჰქონდეს. აქ წლებია მიცნობენ და იციან, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ. სეზონის მეორე ნაწილში ბევრი მატჩი იქნება და მწვრთნელის განკარგულებაში ვარ“, – თქვა რუგანიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბოლო 8 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 37 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.