ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „სპეციასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, მატაის დე ლიხტთან წყვილში თამაში მისთვის ძალიან სასიამოვნოა.
„ფუნდამენტური გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო, რადგან „ატალანტამ“ ამ ტურში წააგო. კომპაქტურად ვითამაშეთ და შევძელით, რომ მოგვეგო. მეორე ტაიმი მძიმე იყო, „სპეცია“ ოთხი შემტევით თამაშობდა. თუმცა, ცხადი იყო, რომ მოგება ნებისმიერ ფასად გვინდოდა და ასეც მოხდა.
თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, როცა წყვილში დე ლიხტთან ერთად ვთამაშობ, რომელიც შესანიშნავი მცველია, ფიზიკურად ძლიერი, აგრესიული. რა თქმა უნდა, ჯორჯოსთან და ლეონარდოსთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობ, მე მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და მიხარია, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია. ვხედავ ალეგრის ნდობას და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – თქვა რუგანიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს სტუმრად გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს.