მთავარი / სიახლეები / სერია A / მორატა: “ამ 3 ქულას ოქროს ფასი ჰქონდა”

მორატა: “ამ 3 ქულას ოქროს ფასი ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფორვარდის განცხადებით, ამ სამ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა.

„ვიცოდი, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ბევრი რამის გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ეს არის სამი ქულა, რომელსაც ოქროს ფასი აქვს. შესანიშნავი პირველი ტაიმი გვქონდა, მეორე ნაკლებად, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვიგეთ და ეს მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი იყო, რომ თავდადებით ყველამ ერთად ვითამაშეთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, რომ უფრო სრულყოფილი გუნდი ვიყოთ, თუმცა, ეს მნიშვნელოვანი 3 ქულა ადა ისევ დავიბრუნეთ ერთად თავდადების სურვილი. გოლს ჩემს მეუღლეს ვუძღვნი, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა.

პერინს იმიტომ ჩავეხუტე, რომ ერთად ვივახშმეთ და დავპირდი, რომ გოლს გავიტანდი. მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია თუ სკუდეტოს მჯერა? ყოველ დღე ვფიქრობთ მომავალ ვარჯიშსა და თამაშზე. ყველა მატჩი უნდა ვითამაშოთ სწორი მიდგომით და შემდეგ ვნახოთ რა იქნება“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს სტუმრად გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …