მთავარი / სიახლეები / სერია A / რუგანი: “ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რომელიც ახლა მაქვს”

რუგანი: “ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რომელიც ახლა მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დაცვაში კარგად ითამაშეს, მაგრამ შეტევაში „იუვეს“ უფრო კარგად თამაში მართებს.

„დაუმარცხებელი მივდივართ „სან სიროდან“ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მაღალი დონისაა. რა თქმა უნდა, მოგება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ შეტევაში რაღაც გვაკლდა. უნდა გადავხედოთ თამაშის დადებით მხარეებს, მოპოვებული ქულა, მშრალად შენახული კარი და პაუზის შემდეგ ისვე ძველი ენერგიით თამაშს  დავიწყებთ, რადგან სეზონი ძალიან ღიაა და გადამწყვეტი მხოლოდ კონკურენტებთან მატჩები არ იქნება. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეტევაში უფრო კარგად თამაში და გოლებიც გატან დაგვჭირდება, როცა ანგარიშს ხსნი, თამაშის კონტროლი უფრო მეტად შეგიძლია.

ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ უფრო შედეგიანად თამაშს სეზონის მეორე ნაწილში, რაც აქამდე გვაკლდა. ჩემი თამაში? ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რომელიც მიმდინარე წელს მაქვს, ამ მომენტს მშვიდად ველოდი, მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ბედნიერი ვარ იმ ნდობით, რომელსაც მისგან ვიღებ“, – თქვა რუგანიმ.

შეგახსენებთ, რომ დანიელე რუგანიმ 2022 წელს ჩატარებულ ექვსივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა. „იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …