მთავარი / სიახლეები / სერია A / კიელინი: “ბავშვური ენთუზიაზმით ვთამაშობ”

კიელინი: “ბავშვური ენთუზიაზმით ვთამაშობ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგი იყო.

„ჭიქა ნახევრად სავსეა, გამარჯვება მერჩივნა, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდი ცდილობდა მოგებას, ამიტომ ფრე სამართლიანი შედეგია. სეზონის დასაწყისის მერე ვიზრდებით, „მილანი“ შესანიშნავი გუნდია და შინ ბოლო წაგების მიუხედავად, კარგად თამაშობს.

გამარჯვება მნიშვნელოვან იმპულსს მოგვცემდა, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, წინ გვაქვს ოთხი მნიშვნელოვანი თვე მკაფიო მიზნით. თამაშს უკეთ ვკითხულობთ. პირადად მე ბავშვური ენთუზიაზმი მაქვს და ვფიქრობ, რომ შემიძლია გუნდის დახმარება, ეს მნიშვნელოვანია. ჩემს ასაკში ნებისმიერი თამაში შეიძლება ბოლო იყოს, იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანს კიდევ ვითამაშებ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მოდმევნო მატჩს 6 თებერვალს, ტურინში, „ვერონასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …