კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსს” დატოვებს, მაგრამ არა “მანჩესტერ სიტიში”, არამედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა.
“სიტიმ” გადაწყვიტა, რომ ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტოს და საქმეში “იუნაიტედია”, სადაც რონალდუ 2003-2009 წლებში თამაშობდა. უკვე მზადაა ორწლიანი კონტრაქტი, ხოლო “იუვეს” “წითელი ეშმაკები” 28 მილიონ ევროს გადაუხდიან.
კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 2018 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, თუმცა გუნდიდან წასვლა მოითხოვა და ტურინი უკვე დატოვა. ის ამჟამად ლისაბონშია.