„სალერნიტანას“ ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, დუშან ვლაჰოვიჩზე, რომელთანაც ერთად „ფიორენტინაში“ თამაშობდა, მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც რიბერიმ აღნიშნა, ვლაჰოვიჩს სწორი მენტალიტეტი აქვს.
„ვლაჰოვიჩს სწორი მენტალიტეტი აქვს, ის ძალიან ბევრს მუშაობს. 2006 წელს, როცა ნაკრებში ვთამაშობდი, ჩემზე 10 წლით უფრო ვარსკვლავებთან ერთად ვიყავი, როგორებიც ზიდანი და ტურამი არიან. მათ ყველაფერში ვაკვირდებოდი, როგორ იქცეოდნენ, რადგან დიდი ჩემპიონები იყვნენ.
სამწუხარო იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის იტალიის გარეშე ყურება, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, თუნდაც ეს ყველასთვის რთული იყოს. იტალია იტალიაა, ისევ დიდ ნაკრებად რჩება“, – თქვა რიბერიმ.