ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ თუ კიეზა ასე გააგრძელებს, „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი ექნება.
„ის ტოპფებხურთელია. გუშინაც ვუყურე 23-წლამდე გუნდთან. არაჩვეულებრი უნარები აქვს რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში. ურტყამს მარჯვენა, მარცხენა ფეხით, საოცარი სისწრაფე აქვს. თუ ის თავს არ დაკარგავს და ფეხებს მიწაზე შეინარჩუნებს, ვფიქრობ, შეუძლია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს და ერთ დღეს „ოქროს ბურთის“ მოსაგებად იბრძოლებს“, – თქვა რავანელიმ.