ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს ფაბრიციო რავანელი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ტოტალურად დაბნეული გუნდი, რომელმაც ის ხასიათიც დაკარგა, რითაც „იუვე“ ყოველთვის გამორჩეული იყო.
„ძნელია თქმა, თუ რატომ იტანჯება ასე „იუვენტუსი“, ჩემი აზრით, ეს არის ტოტალურად დაბნეული გუნდი, როგორც ფიზიკურად, ასევე თამაშის თვალსაზრისით. ზოგჯერ კი სულისკვეთების გარეშეც. ეს არის იმედგამაცრუებელი „იუვე“, ყველა თვალსაზრისით, თუნცა ხასიათის დონეზე, რაც ყოველთვის გამოარჩევდა „იუვეს“ სხვა კლუბებისგან“, – თქვა რავანელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.