მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იუვეში” ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი”

დელ პიერო: “იუვეში” ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი”

ტურინის „იუვენტუსის“ მორი მარცხს ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა და თქვა, რომ გუნდში ბევრი რამ გასაანალიზებელი და საფიქრალია.

„იუვესთვის“ ადვილი მომენტი არაა და ეს ამ თამაშმა დაამტკიცა. საჭირო იქნება გასახდელში სიტუაციის შეცვლა და სერიოზული ფიქრი იმაზე, რაც ხდება. უნდა გვესმოდეს, რომელი პრობლემის გადაჭრა შეიძლება დაუყოვნებლივ და რომელია უკეთ გასაანალიზებელი. 14 სექტემბერია და გუნდს პირდაპირ ვერ ჩამოვწერთ.

როგორც ვთქვი, ბევრი პრობლემაა, რაც არაერთხელ გამოჩნდა: უჭირთ საგოლე მომენტების შექმნა. „ბენფიკამ“ აჩვენა კომპაქტურობა და შეტევაში კრეატიულობა. მათ ყოველთვის იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. მათ აქვთ წარმოუდგენელი სტრუქტურა და შესანიშნავი ახალგაზრდული სექტორი, ბევრ ფულს გამოიმუშავებენ ტრანსფერებიდან. მიუხედავად გაყიდვებისა, ისინი ყოველწლიურად თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. თუმცა, „იუვეს“ ბევრად მეტი შეეძლო თავისი პრობლემებითაც კი. დასანანი მარცხია, დამსახურებული, თუმცა, არ ვიზიარებ, რომ ის პენალტი დასანიშნავი იყო“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …