იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო კუკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „იუვენტუსის“ ფანებს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან თქვა, ეს იყო საშინელი თამაში, როგორც იმ მაისურის დიზაინი, რომელიც ტურინელ ფეხბურთელებს ეცვათ.
„ყველაზე ცუდი „იუვენტუსი“, რაც ოდესმე მინახავს. გუნდი, რომელიც სერია B-ში თამაშობდა, სიამაყის გრძნობა გააჩნდა. საშინელი თამაში, როგორც მაისურის დიზაინი. მხარდაჭერას ვუცხადებ „იუვენტუსის“ ტიფოზებს, „იუვენტუსი“ სულ სხვა რამეა“, – დაწერა კუკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს „მაკაბისთან“ ერთად იყოფს და მერვედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. სერია A-ში ალეგრის გუნდი ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება.