მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “არასოდეს უნდა დავივიწყოთ ვინ ვართ, ფეხზე წამოვდგებით”

მარკიზიო: “არასოდეს უნდა დავივიწყოთ ვინ ვართ, ფეხზე წამოვდგებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ურთულეს პერიოდს კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და ყველას ერთიანობისკენ მოუწოდა.

„რა აზრი აქვს ამ მომენტში წინადადებების სროლას და ნებისმიერ ფასად დამნაშავის ძებნას? მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ არაფერი ფუნქციონირებს და ყველაფერი კომპრომერებული ჩანს, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ვინ ვართ. ჩვენ ძირს ბევრჯერ დავცემულვართ, მაგრამ ყოველთვის ვდგებოდით და ყოველ ჯერზე ვწერდით ისტორიას, ყოველთვის ერთად Forza!“, – დაწერა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს „მაკაბისთან“ ერთად იყოფს და მერვედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. სერია A-ში ალეგრის გუნდი ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …