მთავარი / სიახლეები / პსჟ – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

პსჟ – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

პერინი 6 – კარგი იყო, როცა საქმეში მისი ჩართვა გახდა საჭირო. მეორე გოლში ცოტა რამ შეეძლო, მხოლოდ მცირე სასწაულით გადაარჩენდა გუნდს მბაპეს პირველი გოლისგან.

დანილო 5.5 – იმ ტრიოს წინააღმდეგ გაუჭირდა. ზედმეტად რბილად ითამაშა მბაპეს მეორე გოლის დროს.

ბონუჩი 5 – მართალია პსჟ-მ ძლიერად დაიწყო და კარგად ითამაშა, მაგრამ გაშვებულ ორ გოლში მისი პასუხისმგებლობაცაა. მბაპემ მას აჯობა და ისე უყურებდა, რომ თითქოს მასთან მოახლოებაც არ შეეძლო. ამჟამინდელი კონდიციები იდეალური არ არის და ბოლოს მადლობა პერინს უნდა გადაუხადოს.

ბრემერი 6 – მასაც რთული საღამო ჰქონდა, მაგრამ კარგი ისაა, რომ ასეთ თავდამსხმელებთან თამაში ყველა მატჩში არ მოუწევს.

კუადრადო 5.5 – დაცვაში არა უშავდა, მაგრამ როცა უტევდა, ხიფათს ვერ ქმნიდა. კონდიციები უკეთესის სურვილს ტოვებს.

დე შილიო შ.გ – მან ბოლო ოცი წუთი ითამაშა.

რაბიო 5 – „პარკ დე პრენსი“ მუდმივად უსტვენდა, ის ბევრი სირბილით პასუხობს, მაგრამ აკლია ხარისხი და სისწრაფე. ძალიან ნელი ამ დონეებისთვის.

კინი შ.გ – მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.

პარედესი 6.5 – ტოტალური მმართველობა. შუაში ყველაფერს აკეთებს, მოიპოვა ბურთები, გაანაწილა, თამაში დააბალანსა.

მირეტი 5.5 – გაბედულად იბრძოდა საღამოს, რომელიც მისთვის განსაკუთრებულია. მიუხედავად ამისა, ბურთს ძალიან იშვიათად შეეხო.

მაკკენი 6.5 – თამაშში შევიდა და გაიტანა, თუმცა სტაბილურობა აკლია.

კოსტიჩი 5.5 – ძალიან იშვიათად ჩანდა. შესანიშნავი საგოლე მომენტი გაანიავა მილიკის თავურის შემდეგ. იმ წერტილიდან გოლის გატანა სავალდებულო იყო. მეორე ტაიმში მოუმატა და საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ვლაჰოვიჩი 6 – მის რეალურ მომენტს დონარუმამ სეივით უპასუხა, თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია ბევრად გაუმჯობესება.

მილიკი 5.5 – მისი თავური პირველ ტაიმში „ბიანკონერის“ ერთადერთი რეალური მომენტი იყო, მაგრამ ასევე იყო განიავებული მომენტი. დროის გასვლასთან ერთად თამაშიდან გაითიშა.

ლოკატელი 6 – თამაში სწორი დამოკიდებულებით ჩაერთო.

ალეგრი 6 – „იუვე“ პირველ ტაიმში ნაკლებად ჩანდა, მაგრამ თამაშში დარჩა მაშინ, როცა ამის გაკეთება უფრო რთული ჩანდა. შეცვლაზე ჩართულმა მაკკენიმ თამაშს ინტრიგა დაუბრუნა და გათანაბრებაც შეეძლოთ. ორ გუნდს შორის სხვაობა ზოგჯერ ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეს „იუვე“ ახერხებს ამ უფსკრულის გადალახვას და არა მხოლოდ ანგარიშში.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …