მთავარი / სიახლეები / არივაბენე: “იმედია, პოგბა მალე დაბრუნდება, მაგრამ იდეალური სიტუაცია არაა”

არივაბენე: “იმედია, პოგბა მალე დაბრუნდება, მაგრამ იდეალური სიტუაცია არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პოლ პოგბას სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედოვნებს, რომ ფრანგი მალე დაბრუნება, მაგრამ სიტუაცია იდელაური არ არის.

„არ მინდა წარსულში ყურება და პოლემიკის შექმნა, გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. კონსერვატიული თერაპია ვცადეთ, რა თქმა უნდა, არც ჩვენთვის და არც მისთვის იდეალურ ვითარებაში არ ვართ, მაგრამ წინ ყურებაა საჭირო და ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად დაგვიბრუნდება. საუბარია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაბრუნებაზე და ვუსურვებ პოლს და საფრანგეთის ნაკრებს კარგად თამაშს, მაგრამ მე „იუვენტუსი“ მაინტერესებს, შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება, რომ დაგვეხმაროს. საქმე არ ეხება დაკარგულ დროს, მან იცის ჩვენი მოსაზრება ამ საკითხზე. ჩვენც ვიცით მისი აზრი და პატივს ვცემთ. ახლა კი ეს გვერდი უნდა გადავშალოთ და წინ გავიხედოთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელები? არასდროს გვქონია განზრახვა, რომ ისინი გაგვეყიდა, ცხადია, თუ გამოჩნდებოდა მნიშვნელოვანი შანსი მათი იჯარით გაშვების, მას გამოვიყენებდით, რადგან ეს არ ნიშნავს მათ გაყიდვას. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მათი შენარჩუნება იყო, მათ ჩვენთან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ზოგი მათგანი ძალიან კარგად მუშაობს“, – თქვა არივაბენემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …