მთავარი / სიახლეები / კასანო: “ალეგრი დედაჩემივით მოძვლებულ ფეხბურთს თამაშობს, ტიფოზები პატივისცემას იმსახურებენ”

კასანო: “ალეგრი დედაჩემივით მოძვლებულ ფეხბურთს თამაშობს, ტიფოზები პატივისცემას იმსახურებენ”

ანტონიო კასანომ მასიმილიანო ალეგრი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ალეგრის ფეხბურთი მოძველდა და მან კლუბი უნდა დატოვოს.

„არ არსებობს ჟურნალისტი, რომელიც ჰკითხავს ალეგრის, რატომ ვერ აკეთებს გუნდი ზედიზედ სამ პასს?! „იუვენტუსისგან“ განსხვავებით „ინტერი“ კარში მაინც ურტყამს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ალეგრი თავისებურად აგრძელებს კომუნიკაციას და მედიის გაბრუებას.

თუ რაიმე სამარცხვინოს ვაკეთებ, სარკეში ვიყურები და ვაღიარებ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ფეხბურთში ევოლუცია მოხდა, მასიმილიანო ალეგრი დედაჩემით მობერდა. „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბევრი მეგობარი მყავს და მათ პატივისცემას ვითხოვ. ანდრეა ანიელის ყოველთვის ვაქებ, მაგრამ მაინტერესებს, რას ფიქრობს ამ სიტუაციაზე? ასეთი რამ მისაღები აღარ არის. ორ სატრანსფერო სესიაში მან 100 მილიონი ევრო დახარჯა, პლუს მნიშვნელოვანი ხელფასები დაუნიშნა დი მარიას და პოგბას, ამ ყოველივეს შემდეგ გადიან მოედანზე და საზიზღრობა ხდება.

კაპელომ დაიხურა ქუდი და წავიდა 5 წლის წინ, როცა მიხვდა, რომ ეს მისი ფეხბურთი აღარ იყო. ალეგრიმ უნდა გამოიჩინოს თავმდაბლობა და თქვას, ეს ფეხბურთელები მე შევარჩიე და ყველაფერი ჩემი ბრალია“, – თქვა კასანომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …